ღა ღე ღვ ღი ღმ ღო ღრ
ღმე

ღმერთი

(ბიბლ. მეგზ.) ბიბლიის ღმერთი სულიერი პიროვნებაა, რომელიც ჩვენი ცნობიერების საზღვრებს მიღმა იმყოფება მაგრამ ადამიანთა მოდგმას თავის თავს უცხადებს სამყაროს შექმნის მეოხებითა და მსოფლიო ისტორიაში მონაწილეობით მან შექმნა ყველა სულდგმული და თავად სიცოცხლეც, რომელიც მხოლოდ მისი წყალობით გრძელდება. ძველი აღთქმიდან ვგებულობთ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო, ახალ აღთქმაში ღმერთი უწინარეს ყოვლისა, გვეცხადება იესოს სიცოცხლის, სიკვდილისა და აღდგომის სახით. ბიბლია ღვთის შესახებ მოგვითხრობს და ამ მონათხრობიდან გამომდინარეობს, რომ ღმერთი ყოვლის მხილველია, ყოვლისმცოდნე და ყველგანმყოფი. ის წმინდა სიმფონია, მოსიყვარულე და გამკიცხავი ღვთის არსებობა ბიბლიაში განხილულია როგორც ფაქტი, რომელსაც მტკიცება არ სჭირდება. ის იწყება უბრალოდ: „დასაბამიდან ქმნა ღმერთმა.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9