გა გგ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გიდ გილ გიმ გიო გირ გიშ

გილგამეშის ეპოსი

ასურულ-ბაბილონური ლიტერატურის ძეგლი. დღეისათვის ცნობილი პირველი ეთიკურ ფილოსოფიური ხასიათის ეპოსი მსოფლიო მწერლობაში საფუძვლად დაედო ძველი შუმერული თქმულებები ურუქი I ის დინასტიის (ძვ. წ. II ათასწ. დასაწ.) მეფის გილგამეშის შესახებ: მეტნაკლები სისრულით შემორჩენილია ხუთი თქმულება. ეპოსის მოტივთაგან უმნიშვნელოვანესია მეგობრობა გილგამეშსა და ველურობიდან ცივილიზებულ ადამიანამდე ამაღლებულ ენქიდუს შორის. ენქიდუ ათვინიერებს გილგამეშის უხეშ ბუნებას, მაღალი ზნეობისაკენ უბიძგებს მას და ბოლოს თავისი სიკვდილით ცხოვრების აზრზე დააფიქრებს. გილგამეშის შემდგომი ბედი დაკავშირებულია სიცოცხლის ძირებისა და უკვდავების ძიებასთან, რაც მას მიიყვანს უთანაფიშთისთან, საყოველთაო წარღვნას გადარჩენილ ერთადერთ კაცთან ეპოსში სართულია წარღვნის ვრცელი ეპიზოდი. გ. ე. გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ეპოსის გამოძახილმა თითქმის ამ წელთაღრიცხვის მიჯნამდე მიაღწია. ეპოსი ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე. ქართულად არსებობს სამი დამოუკიდებელი თარგმანი.
 
„გილგამეშისებრ მსოფლიო სევდას ქართულ სევდად აგრძელებს თარაშ ემხვარი, მზეჭაბუკი და ხოგაის მინდია.“ (ქართული სიტყვის მარტვილი და ალამდარი“ — ს. სიგ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9