ყა ყე ყვ ყი ყმ ყო ყრ ყუ
ყაბ ყად ყაე ყავ ყაზ ყაი ყალ ყამ ყან ყარ ყას ყაფ ყაწ ყაჭ ყაჯ

ყარსი

ქალაქი ჩრდ.–აღმ. თურქეთში. უძველესი ქალაქია. უძვ. წყაროებით კარი ეწოდებოდა. X-XI ს. ს, სომხეთის სასელმწიფოს ცენტრია. შემდეგ ბიზანტია დაეუფლა. 1074 წ. თურქ-სელჩუკებმა აიღეს. 1205წ. ქართულმა ლაშქარმა დაიკავა მეფე თამარმა იგი სამეუფო ქალაქად აქცია და მმართველად ივანე ახალციხელი დანიშნა. ყ.-ს სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. 1239 წ. მონგოლებმა აიღეს. XIX ს. რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს ყ. ძლიერი ციხესიმაგრე და ბრძოლების მთავარი ობიექტი იყო. 1828 წ. შტურმით აიღეს და 1878 წ. საზავო ხელშეკრულებით ყ. რუსეთს გადაეცა.
 
„რუსებმა ხელთ იგდეს. ფოთი, ჯავახეთი, ახალციხე, ყარსი.“ („არსენა მარაბდელი“ – მ.ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9