გა გგ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გიდ გილ გიმ გიო გირ გიშ

გიორგი I

(998-1027 წწ.) საქართველოს მეფე 1014 დან, ბაგრატ III ის ძე, გამეფებისთანავე დიდგვაროვანი აზნაურები აუჯანყდნენ მცირეწლოვან მეფეს და ჰერეთ კახეთი საქართველოს ჩამოაშორეს. გ. I მა ისარგებლა იმით, რომ 1014-1018 წლებში ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II ბულგარეთს ეომებოდა, გადალახა ბიზანტიის საზღვარი და ტაო დაიბრუნა. 1019 წ. ბასილიმ ბულგარეთთან ომი დაამთავრა და გ I-ს სადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა. 1021 ბიზანტიის ჯარი საქართ ველოში შემოიჭრა. ქართველები რამდ ენჯერმე დამარცხდნენ (შირიმნის ბრძოლა 1021 წელს და საქართველო ბიზანტიის ომები XI ს.). ზ. I იძულებული გახდა თრიალეთში გადასულიყო, სადაც მაშველი ჯარი დახვდა, კეისარი მოერიდა ომს და ახალი ლაშქრობისათვის დაიწყო მზადება. გიორგი I მა დაზავება სცადა დროის მოგების მიზნით, რათა ომი გაეახლებინა წართმეული მიწების დასაბრუნებლად. გ. I მა კავშირი დაამყარა კეისრის წინააღმდეგ აჯანყებულ ნიკიფორე ფოკასა და ქსიფესთან, მაგრამ აჯანყება დამარცხდა და გამომჟღავნდა მასში ქართველთა მონაწილეობაც. კეისარმა გ. I ს კვლავ მოსთხოვა სადავო ტერიტორიების დაცლა. საქართველოს მეფემ კვლავ განაახლა საზავო მოლაპარაკება, თან ისევ ბრძოლისათვის ემზადებოდა, მაგრამ ბიზანტიამ დაასწრო ომის დაწყება თავდაპირველად უპირატესობა გიორგი I ის მხარეზე იყო, მაგრამ ქართველები საბოლოოდ დამარცხდნენ. 1022-1023 წწ. გიორგი I დათანხმდა ზავის მძიმე პირობებს. სადავო ტერიტორია ბიზანტიამ მიიტაცა, ტახტის მემკვიდრე ბაგრატი სამი წლის ვადით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში. საქართველომ დაკარგა ე. წ. III დავით კურაპალატის მემკვიდრეობა. გ. I ემზადებოდა რევანშისათვის. დიდ საომარ ოპერაციებთან ერთად მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები, მის მეფობაში აიგო მცხეთის სვეტიცხოველი, მოიჭრა ქართული თეთრი რომელზეც ეწერა „მეფეთმეფე გიორგი მესიის მახვილი“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9