ხალხური ადრესაგაზაფხულო დღესასწაული. გრძელდებოდა ერთ კვირას და წინ უსწრებდა ქრისტიანულ საგაზაფხულო მარხვას (დიდ მარხვას) ყ. არაქრისტიანული წარმოშობისაა, მაგრამ ეკლესია არ დევნიდა და როგორც ოფიც. მოძრავ ქრისტიანული დღესასწაული გამოითვლებოდა აღდგომის მიხედვით. დიდ მარხვამდე ერთი კვირით ადრე დგებოდა ხორცეულის აღების შაბათი. ამ დღიდან იკრძალებოდა ხორცის ჭამა. მთელი სახლი და ჭურჭელი სუფთავდებოდა, რადგან არ შეიძლებოდა სადმე ხორცის ან ცხოველური ცხიმის ნაშთი დარჩენილიყო. ყ.-ის კვირაში ტარდებოდა კარნავალი, ბერიკაობა, ყეენობა, რომელიც სხვადასსვა სახით მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. კვირის ყოველი დღისათვის იმართებოდა გარკვეული რიტუალი, რომლის მიზანი იყო ზამთრის გაცილება, ახალი სამეურნეო წლის შეგებება. ეს დღესასწაული სრულყოფილი სახით სვანეთშია შემორჩენილი. ყ-ის დროს მიღებული და სავალდებულო იყო უპირატესად რძის პროდუქტების გამოყენება (სწორედ აქედან მოდის დღესასწაულის სახელწოდება). ყ.-ის დღესასწაული მსოფლიოს ხალხებში გავრცელებული საგაზაფხულო დღესასწაულების მსგავსი მოვლენაა. ეეროპაში ამ დღესასწაულზე იმართებოდა საერთო-სახალხო კარნავალი, ღვინის სმა და თავისუფალი თავაწყვეტილი მხიარულება, ე. წ. ქუჩური ლხინი. ყ. „მასლენიცი“ სახელით ფართოდაა გავრცელებული სლავურ სალხებში. ყ. ბუნების გამოღვიძებისა და აღორძინებისადმი მიძღვნილი ხალხური დღესასწაული იყო.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3