ყა ყე ყვ ყი ყმ ყო ყრ ყუ
ყია ყიბ ყივ ყიზ ყინ ყირ ყის ყიფ ყიშ

ყივჩაღები და ყივჩაღთა გადასახლება საქართველოში 1118 წ.

თურქულენოვანი ტომი შუა საუკ. (რუსეთში „პოლოვცებს“ ეძახდნენ, ევროპაში – „კუბაებს“) პირველსაცხოვრისი ვოლგის აღმ. ჰქონდათ. XIL ს. შავიზღვისპირეთში გადასახლდნენ. მისდევდნენ მომთაბარე მესაქონლეობას, ცხოვრობდნენ კარვებში (იურტები). ჰქონდათ წარმართული რწმენა. გავრცელებული იყო სისხლის აღების წესი. 40 ათასი ოჯახი საქართველოში გადმოასახლა დავით აღმაშენებელმა ქართული ლაშქრის გაძლიერების მიზნით. ამის შედეგად დავით აღმაშენებელმა დიდ წარმატებას მიაღწია; შემოიერთა კახეთი, ლორე, გიში, რუსთავი, სამშვილდე და სხვა. ყივჩაღები განთქმული მხედრები მობილური და ადვილად შესანახი ხალხი იყო. დავით IV, როგორც ჩანს ადრევე სარგებლობდა ყივჩაღთა დახმარებით. მისი მეორე ცოლი იყო ყივჩაღთა მთავრის (ხანის) ათრაქა შარაღანის ძის ასული. საქართველოში გადმოსახლებულ ყივჩაღებს დავითმა მისცა ცხენები, იარაღი, დასებად დაჰყო, სპასალარები დაუნიშნა და შესაფერ ადგილებში – სანაპიროებში ჩაასახლა (ჰერეთი, ქვემო ქართლი, ჩრდ. სომხითი). მათგან ერთდროულად 40 ათასი მოლაშქრე გამოდიოდა მოსაზღვრე სახელმწიფოთა რბევით ირჩენდნენ თავს. ნაწილი გაქრისტიანდა „ახალი“ დაქირავებული ყივჩაღები გიორგი II-ისა და თამარის დროსაც ჩანან. ცენტრალური ხელისუფლება მათ იყენებდა ფეოდალთა ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად. XIII ს. 10-იან წლებში ყივჩაღთა მასა მონგოლთა ლაშქარს შეერია. „შემომეყარა ყივჩაღი“ (ხალხური).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9