ნადირშაჰის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმი ქართლ-კახეთში 1735-1747 წწ.), რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი წყობილების შეცვლას სპარსულით. ნადირმაჰმა ქართველი მეფე-დიდებულნი პოლიტ. სარბიელს ჩამოაშორა და მმართველად გამაჰმადიანებული ქართველები დანიშნა კახეთში – ალექსასდრე ბაგრატიონი (თეიმურას I-ის ძმის დავით II-ის ვაჟი), ხოლო ქართლში – ალმაზხანი (ორბელიანი) და ალიყული-ხანი (ამირეჯიბი). 1741 წ. ხარკის დადების მიზნით აღმ. საქართველოში აღწერეს ყველა სოფელი და ნასოფლარი, თითოეული ძირი ხე, ვაზი, შინაური ცხოველი და მოსახლეობას შეაწერეს გადასახადი. მძიმე გადასახადის გამო მოსახლეობამ საკუთარი ნაამაგარის განადგურება დაიწყო. მძიმე გადასახადებმა მოსახლეობა საბოლოოდ გამოიყვანა მოთმინებიდან. გახშირდა აჯანყებები და გაქცევა-აყრა. შაჰი იძულებული გახდა ჯერ მოეფონა, ხოლო შემდეგ ხარკისაგან სრულიად გაეთავისუფლებინა კახეთი და შემდეგ ქართლი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3