ყა ყე ყვ ყი ყმ ყო ყრ ყუ
ყია ყიბ ყივ ყიზ ყინ ყირ ყის ყიფ ყიშ

ყინწვისის ანგელოზი

ყინწვისი სოფელი ქარელის რაიონში, სოფლიდან დაახლ. 10 კმ-ზე არის ქარ. სამონასტრო ანსამბლი, რომლის ნაგებობათაგან დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით შემემორჩა XII ს. დასაწყის მი, წმ. ნიკოლოზის ჯვარ-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი. 12-სარკმლიანი გუმბათის ყელი. ტაძარი შიგნიდან მოხატულია ფრესკებით, მართალია ფრესკები დაზიანებულია, მაგრამ რაც გადარჩა მხატვრული ღირსებით ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი ძეგლია. ჩრდ. კედელზე გამოსახული არიან; გიორგი III თამარ მეუფე და გიორგილამა. საკურთხეველთან ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკა. ჩრდ. კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება. მომხიბლავია ფრესკების კოლორიტის ჰარმონიულობა. ფონისთვის გამოყენებულია მოცისფრო-მოლურჯო ტონი "შარავანდედისათვის – ოქრო ფიგურები პლასტიკურია, სამოსის ნაოჭები მსუბუქი, სახეები – მეტყველი.
 
„ფაქიზი იყო შორენა, როგორც ქერუბიმის ფრთენი და სევდიანი, როგორც ყინწვისის ანგელოზი.“ („დიდოსტატის მარჯვენა “– კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9