(1814-1807) – (ქ. მწ. ლექს.-ცნობ.) ლიტერატორი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის გადაასახლეს ქ. ვოლოგდაში. სამშობლოში დაბრუნებს შემდეგ მსახურობდა სხვადასხვა სასელმწიუო დაწესებულებებში იყო თბილისის ქალაქის თავი, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი. კავკასიის მმართველთა რეაქციულ-რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლისათვის გადაასახლეს სტავროპოლში და ვერაგულად მოკლეს იქვე. ამ ფაქტს დაუკავშირდა აკაკის ცნობილი ლექსი „განთიადი“. თავის დროს დ. ყიფიანი იყო ერთ-ერთი მოწინავე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, აგრეთვე მოღვაწეობდა საგანმანათლებლო ასპარეზზეც. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამაარსებელთაგანი პირველი თავმჯდომარე, სათავადაზნაურო ბანკის ჟურნალ „ცისკრის“ დაარსების მოთავე. მან არაერთი თხზულება უძღვნა ქართული გრამატიკის საკითხებს. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. აქვს თარგმნილი შექსპირის, ვ. ჰიუგოს, მოლიერის, მიტჩილის, ბომარშეს და სხვათა ნაწარმოებები.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3