კანონიკური ვერსიით იგი კაპადოკიელი მეფე დიოკლეტიანეს საყვარელი მხედართმთავარი იყო. განუდგა მეფეს, როგორც ქრისტინობის სასტიკად მდევნელს და სალხში ქრისტეს ქადაგება დაიწყო. მისი სიტყვის ძალით ირწმუნა ქრისტე, დედოფალმა ალექსანდრამ. ეს იყო გიორგი კაპადოკიელის გამარჯვება დიოკლეტიანეზე. იგი სასტიკად აწამეს მეფის ბრძანებით 302 წელს, ქრისტიანული ეკლესია ზ.ბ.-ის უწოდებს დიდმოწამეს ან მთავარმოწამეს და ძლევამოსილს. წმ.ბ.-ის სასელთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული, რომელთაგან უდიდღესად ითვლება მეფის ასულის გველეშაპისაგან დახსნის სასწაული. ხატებსა და ფრესკებზე ხშირად გამოსატაედნენ წმ. გიორგის წამების სცენებს, მაგრამ გაცილებით ხშირად გეხვდება ის ახალგაზრდა, პირტიტველ მეომრად წარმოდგენილი, შუბით სელში ფარითა და ხმლით აღჭურვილი, ან თეთრ ცხენზე ამხედრებული, როცა ის გველეშაპს, ან ურჩხულს შუბით გმირავს. ლომი წმ. გიორგის ერთ-ერთი ეპითეტი იყო ამიტომ საქართველოს დროშა კერძოდ, სვანეთის დროშა, წმინდა გიორგის დროშაა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3