გიორგი რუსი, საქართველოს მეფის თამარის პირველი ქმარი, ნოვგოროდის მთავარი 1172-II75 წწ. სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟი. ბოიართაგან ანდრია ბოგოლუბსკის მოკვლის შემდეგ ი. ა. ნოვგოროდიდან გააძევეს. ნოვგოროდის მატიანე 1175 წ-ის მერე მას აღარ იხსენებს. 1185 წელს ი. ა. ძ. აბულასანის წინადადების საფუძველზე საქართველოს სამეფო დარბაზის გადაწყვეტილებით საქართველოში მოიწვიეს თამარის თანამეცხედრედ. ი. ა. საქართველოში ჩამოსვლის უმალ ფეოდალური წინაკლასობრივი ბრძოლების ქარ-ცეცხლში მოექცა. ი. ა.-ს, როგორც მეფე-ქმრის ფუნქცია მკვეთრად იყო განსაზღვრული და ძირითადად ლაშქრის მეთაურობით ამოიწურებოდა. თამარის ისტორიკოსების მიხედვით, რუსი უფლისწული უზნეო გამოდგა, ამის გამო განაშორეს თამარს და საქართველოდან გააძევეს. ი. ა. თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. მასთან კავშირი არ გაუწყვეტიათ თამარის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს, რომელთა შემწეობითაც გაღვივდა აჯანყება. თამარის ლაშქარმა დაამარცხა აჯანყებულები. ი. ა. ამჯერად უვნებლად გაუშვეს. მან მეორეჯერაც სცადა საქართველოში შემოჭრა, ტყვე და ნადავლიც „აიღო“ და გადარჩენილ მებრძოლებთან ერთად „გადაიხვეწა“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3