მუსლიმანთა რელიგიის ისლამის დოგმებისა და დებულებების „წმინდა წიგნი. ისლამის ფუძემდებლის მუჰამედის (მექასა და მედინაში 610-632 წ.წ.) წარმოთქმული ქადაგებანი. ისლამის თანახმად ადამიანისათვის გასაგებ ენაზე მუსამედ წინასწარმეტყველის მიერ ამეტყველებული „ალაჰის სიტყვა“ მუპამედის სიცოცხლეშივე ზეპირად გადაიცემოდა. ყ.-ის სრული ტექსტი პირველად მუჰამედის სიკვდილის (632 წ.) შემდეგ ჩაწერეს, იმის გამო, რომ იმდროინდელ არაბულში დიაკრიტიკული ნიშნები არ იყო და ხმოვნები არ იწერებოდა, ყურანის სწორი წაკითხვა სადავო გახდა, ტექსტის სტრუქტურა ორთოგრაფია და კითხვის წესი საბოლოოდ დააკანონა 1932 წ. კაიროს გამოცემამ, ტექსტში შევიდა 114 გამოცხადება – სურა (თავი). ყ. შინაარსობრივად შეიცავს ლოცვებს, შელოცვებს, წყევლას, ესქატოლოგიურ („წინასწარმეტყეელებას ქვეყნის აღსასრულის“ შესახებ) სურებს, ძვ. იუდაისტური და ქრისტიანული მითოლოგიიდან ნასესხსებს; მასალებს არაბული ფოლკლორიდან, ოჯახთან, ქორწინებასთან დამნაშავის დასჯასთან, ომის ნადავლის განაწილებასთან და სხვა ვალდებულებებს, რომლითაც დააკანონეს სოციალური და ქონებრივი უთანასწორობა, ქალის არათანასწორუფლებიანობა. ყ.პირველი პროზაული წერილობითი ძეგლია არაბულ ენაზე. სურები შედგენილია გარითმული პროზით. ადრეული ქადაგებები ლირიკულია და დიდი როლი ითამაშა ერთიანი არაბული ენის ჩამოყალიბებასა და გავრცელებაზე, ყ.-ს ახლავს კომენტარები ორაზროვანი სიტყვებისა და გაუგებარი მოვლენების ასახსნელად.
- „ღმერთმანი ტყუილია! ყურანის მადლს ვფიცავ ტყუილია - მეთქი.“ („მართალი აბდულა“ – მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3