(1797-1871) კავკასიის მთის (დაღესტანი ჩაჩნეთი) ხალხების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მეთაური დაიბადა გლეხის ოჯახში. განათლება მიიღო მუსლ. სას. პირებისაგან. იყო მჭევრმეტყველი, ნიჭიერი და მამაცი ადამიანი. XIX ს. 20-იან წლებში შ. ჩაება ჩრდ. კავკასიაში ცარიზმის წინაღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში. იყო ღაზი – მაჰომედის და ჰამზატ-ბეგის თანამებრძოლი. 1834 წ. მთიულებმა .იმამად აირჩიეს. შ.-მა შექმნა სამხედრო-თეოკრატ. სახელმწიფო-იმამატი (1841 წ.) შ. აერთიანებდა სამოქალაქო და სასულიერო ძალაუფლებას. სახელმწიფოში ადათური სამართალი შეცვალა შარიათმა სახელმწიფო ენად ითვლებოდა არაბული. რეზიდენცია იყო აული აუგო, რომელიც მეფის ჯარებმა დიდი მსხვერპლის ფასად 1839 წ. აიღეს. შ. ჩეჩნეთში გადავიდა. მას მიემხრო ჰაჯი-მურატი – ავარიის ყოფილი მმართველი (1858 წ. მისმა ჯარებმა გაძარცვეს წინანდალი ტყვედ წაიყვანეს ალ. ჭავჭავაძის ვაჟი დავითი; მაგრამ რუსთა რეგულარული ჯარების მოახლოებისთანავე უკან დაიხიეს და დაღესტანს დაუბრუნდნენ. შ. ცდილობდა კავშირი დაემყარებინა ოსმალეთთან, ინგლისთან, მაგრამ უშედეგოდ. ყირიმის ომის დამთავრების შემდეგ მეფის ჯარებმა შ. სამი მხრიდან შეავიწროეს. 1859 წ. 25 აგვისტოს დაატყვევეს. იმამატმა არსებობა შეწყვიტა. შ. ოჯახითთურთ კალუგაში გადაასახლეს. 1870 წ. მას ნება დართეს მექაში გამგზავრებულიყო. გარდაიცვალა ქ. მედინაში (არაბეთი). „ალექსანდრე მუდამ გულის ფანცქალით ადევნებდა თვალყურს თავის ნაომარ შვილს შამილს და ღრმად სწამდა, რომ ეს ნაიბი ოდესმე უკუაგდებდა ძალიან შორს წამოსულ რუსებს.“ („არსენა მარაბდელი“ მ . ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3