(1887-1907) აკადემიკოსი, ქართ. მეცნიერების დამს. მოღვაწე. სომხეთის მეცნ. დამსახ. მოღვაწე პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის აკადემიკოსი “შილერის სას. იენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ინგლ. „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი, საქ. მეცნ. აკადემიის საზოკადოებრივ მეცნიერებათა განყ.-ბის თავ.-რე და ვიცე-პრეზიდენტი დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი (103 წე. იქვე დატოვეს ფილოლოგიის კათედრაზე. შ. თბილისს უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია. სხვადასხვა დროს იყო უნ-ტის სომხური და ქართული ენის კათედრის გამგე, ძვ. ქართული ენის კათედრის გამგე. ი. ყიფშიძესთან და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათზეცნიერული კვლ- ევა-ძიების საქმეს. შ.-ის ნაშრომები შეეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტ. ქართული დიალექტოლოგიის, ქართული ლექსიკოლოგიის, ტექსტოლოგიის, ეპიგრაფიკის, ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას, მისმა მონოგრაფიამ „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში.“ (1920 წ.), საფუძველი ჩაუყარა ქართული ზმნების ბუნებისა და აგებულების ახალი თვალსაზრისით შესწავლას. ამას მოჰყვა გამოკვლევები, რომლებშიც გამოვლენილი და დადგენილია ზმნის რამდენიმე ახალი, მანამდე უცნობი კატეგორია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფუძემდებლური ნაშრომები „წელიწადის ეტიმოლოგიისათვის“ (1924 წ), „ქართული ზმნის საქცევი“ (1927 წ.), „ქართული გრამატიკ, მორფოლოგია“ (1930 ფწ.), რომელიც წარმოადგენს ახალი ქართული ენის პირველ მეცნიერულ გრამატიკას. მან დიდი როლი შეასრულა ახალი სალიტერატურო ქართულის მყარი საფუძვლის შექმნისა და შემდგომი კვლევის საქმეში. შ.,-მ ას ნიადაგზე დააფუძნა ძვ. ქართ. ენის წერილობითი ძეგლები“ მეცნიერული პუბლიკაციის საქმე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე. წ. ხანმეტი და ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება. ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკად. გამოცემა და სხვ. დიდი ღვაწლი მიუძღვის რმ.-ს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგენაში, აგრეთვე ქართული დიალექტოლოგიის განვითარებაში. მისმა კაპიტალურმა წიგნმა „ქართული ხალხური პოეზია – ხევსურეთი“ სათავე დაუდო ქართ. მეცნ. ფოლკლორისტისკას. 1939 წ.-დან საშუალო სკოლებში ისწავლება შ.-ის შედგენილი „ქართული ენის გრამატიკა“ წლების მანძილზე იყო თანამედროვე ქართ. სალიტერ. ენის წორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა სამეცნიერო კადრების აღზრდაში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3