შა შე შვ ში შლ შო შპ შრ შტ შუ
შავ შათ შაი შაკ შამ შან შარ შატ შაუ შაქ შაჰ

შატბერდი

შუა საუკ. ქართული კულტურის უმნიშვნ. კერა (ე. წ. „საქართველოს სინა“). რელიგიური ცენტრი – მონასტერი ისტ. სამხ.-დას. საქართველოში კლარჯეთში (ახლ. თურქ. ტერიტ.). მეცნიერებაში შ.-ის ლოკალიზაციის საკითხი საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. აკადემიკოსმა ნ, მარმა შ.-ად მიიჩნია ართვინის ვალაიეთის სოფ. ფორთაში არსებული გუმბათოვანი ტაძარი, თუმცა სხვა მეცნიერებმა იგი ხანძთის ტაძრად მიიჩნიეს. შ.-ის მონასტერი დააარსა გრ. ხანძთელმა (IX ს. II ნახ.) აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები სოფრომ შატბერდელი, გაბრიელ შატბერდელი, მიქაელ მოდრეკილი, იოანე ბერაი, დავით და იოანე ჯიბასძენი და სხვები. ჩვენამდე მოღწეულია შ.-ში გადაწერილი ე. წ. შ.- ის კრებულები (X ს. 70-იანი წლები). მასში მოთავსებულია ქართული ისტორიოგრაფიისათვის მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: „მოქცევაჲ ქართლისაჲ “ ოდიშის ოთხთავი (897 წ.)ჯრუჭის ოთხთავი (930 წ.) პარხლის ოთხთავი (973 წ.), უდაბნოს მონასტრის მრავალთავი (X ს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9