შა შე შვ ში შლ შო შპ შრ შტ შუ
შეგ შედ შეზ შეთ შეი შელ შენ შეპ შერ შეს შეუ შეფ შექ

შედარება

  1. გამოსახვის სტილისტიკური ხერხი მხატვრული დახასიათების“„ ერთ-ერთი ფორმა. შედარება ტროპის ისეთი სახეა, სადაც საგნები და მოვლენები შეფარდებულია, შეპირისპირებულია ერთმანეთთან გარეგნულად მსგავს ან შინაგანად დამახასიათებელ ნიშან-თვისებათა გადატანის საფუძველზე. ყოველ შედარებაში შესადარებელი დახასიათებულია შედარებულის თვისებებით. შედარების მხატვ. ფუნქციაა საგანი მოვლენა, ადამიანის სახე, ცხოვრების სურათი თვალსაჩინოდ დაგვიხატოს. „ყმაწვილი ქალი ნაზად, ამაყად ცეცხლის პირს იჯდა ვით მინდვრის შველი ყელმოღერებით“ (ი. ჭავჭ.) შედარების კლასიკური ნიმუშია ი. ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებში“ მყინვარისა და თერგისა, გოეთესი და ბაირონისა დღისა და ღამისა („ცივია – როგორც უკვდავება და ჩუმია – როგორც განცხრომა“). (ანდ. ჭილ.) შედარება ორგვარია: 1. მარტივი. რომელიც ერთს შედარებულსა და შესადარებელს გულისხმობს.
     
    „სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო ვით შემოდგომა. “ (გ. ტაბ);
  2. გაშლილი, ორმხრივი, რითაც საგნის თუ მოვლენის სრული დასასიათებაა წარმოდგენილი.
     
    „მიჯნურსა თვალად სიტურფცე მართებს მართ ვითა მზეობა, სიბრძნე, ხიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა.“ (შ. რუსთ.).
    წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9