ქართველ თავადაზნაურთა შეთქმულება ცარიზმის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ. შეთქმულების იდეა მომწიფდა პეტერბურგში მყოფ ქართველ ბატონიშვილთა წრეში 102) წ. მისი პირველი თაოსნები იყვნენ დიმიტრი ბატონიშვილი, სოლომონ რაზმაძე, ალექსანდრე ჩოლოყაშგილ,ი ელიზბარ ერისთავი, დავით ჯორჯაძე, დიმიტრი ერისთავი, გახტანგ ორბელიანი, გიორგი ერისთავი, დიმიტრი ორბელიანი 1826 წ წ. შეთქმულთა მეორე უჯრედი ჩამოყალიბდა მოსკოვში, სადაც ცენტრალური ფიგურა იყო ოქროპირ ბატონიშვილი. 1827 წ.-იდან შეთქმულების ცენტრმა თბილისში გადმოინაცელა და მასში ჩაბმული აღმოჩნდა საქართველოს დედაქალაქის მოწინავე თავადაზნაურული ინტელიგენცია (გ. ერისთავი, გ. ორბელიანი, ა. ჭავჭავაძე, დ. ყიფიანი, თ. ამილახვარი, მ. და ლ. ორბელიანები, გ. ავთანდილაშვილი, ი. ფალავანდიშვილი, თამარ ბატონიშვილი და სხვ, აგრეთვე რუსი მოხელეები დ. პაუშენკო, მელნიკოვი, საურ. საკონსულოს მდივანი ლეტელიე. შეთქმულთა შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა დიდ ქართველ განმანათლებელს ს. დოდაშვილს. თვალსაჩინო ფიგურა იყო მღვდელი ფ კიკნაძე, – ფარული საზოგადოების წესდების, – „აკტი გონიერის“ ავტორი. თანდათანობით შეთქმულებაში ჩაებნენ თავადაზნაურული ინტელიგენციის წარმომადგენლები საქ-ოს სხვადასხვა კუთხიდან. 1820-1831 წწ. ინტენს მზადების პერიოდში შეთქმულნი აზუსტებდნენ შეიარაღებული გამოსვლის პროგრამას; მათ ჰქონდათ წერილობითი კოდი, რომლითაც ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. შეთქმულების მონაწილეთა იდეოლოგია უფრო ზომიერი იყო და სოც, სფეროში არსებით ცვლილებებს არ ითვალისწინებდა. მემარცხენე ფრთას სურდა საშინაო საკითხებში დამოუკიდებელი საქ-ლო, რომლის სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია პარლამენტური იქნებოდა. შეთქმულთა ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ს. დოდაშვილი ყველაზე რადიკალურად იყო განწყობილი. იგი მონარქიზმს და ბატონყმობას ბოროტებად თვლიდა და საქ-ოს პროგრესს დემოკრ. ყაიდაზე მის გარდაქმნაში ხედავდა. რუსეთთან დამოკიდებულების საკითში შეთქმულთა არც ერთი ფრთა სეპარატიზმს არ გამოხატავდა. მათი იდეალი იყო გეორგიევსკის 1703 წ. ხელშეკრულების ზუსტი დაცვა. შეთქმულთა იდეების პროპაგანდა მიმდინარეობდა საიდუმლო შეკრებებზე, ლიტ. სალონებში. დიდ როლს ასრულებდა ჟურნ. „სალიტერატურო ნაწილნი თბილისის უწყებათანი“. აქ დაიბეჭდა გ. ერისთავის პოემა „ოსური მოთხრობა“, რომელიც ხალხს სამშობლოს გამოხსნისათვის ბრძოლაში თავგანწირვისთვის განაწყობდა; აქვე უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ ცენზურამ დააკავა. გ. ორბელიანის ლექსი ,გივი ამილახვრის აღსარება“, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალები იდეურად ამზადებდა ქართველ საზოგადოებას ეროვნ.-განმათავ. ბრძოლებისათვის. გამოსვლის დღედ შეთქმულებმა დათქვეს 20 ოქტომბერი, თავადაზნაურთა წინამძღოლის არჩევის დღე. მათ იმედი ჰქონდათ რომ, მთავრობა ზამთრის პირობებში კავკასიაში დამატებითი ჯ;არების გამოგზავნას ვერ მოახერხებდა. შემუშავდა პრაქ. მოქმედების გეგმა – „პირველი ღამის განკარგულება“. მაგრამ თავადაზნაურთა წინამძღოლის არჩევა გადაიდო, შეთქმულნიც არ აღმოჩნდნენ ჯეროვნად მომზადებულნი და ამის გამო გამოსვლის თარიღმა ერთი თვით გადაიწია. 1832 წ. 8 დეკემბერს შეთქმულება გასცა მისმა ერთმა მონაწილემ ი. ფალავანდიშვილმა. 9, დეკემბერს მთავარ- მართებლის – ბარონ როზენის განკარგულებით შეთქმულების მთავარი მონაწილენი დააპატიმრეს. მეფის მთავრობამ დანიშნა საგამოძებო კომისია, რომელმაც 1833 წ. სექტემბერში დაასრულა მუშაობა. ამ ხნის განმაკლობაში დაპატიმრებულნი ავლაბრის ყაზარმებში ჰყავდათ გამომწყვდეული. შეთჭულების 145 მონაწილე საგამომძიებო კომისიამ 10 კატეგორიად დაჰყო. პირველ 3. კატეგორიას როგორც თაოსნებსა და აქტ.მონაწილეთ ყველაზე მკაცრი სასჯელი ელოდა. 1834 წ. 10 თებერვალს სამხ. სასამართლომ თბილისში ყველა ბრალდებული პეტრესდროინდელი „სამხედროს წესების მიხედვით გაასამართლა. 19 მთავარ დამნაშავეს (ელ. ერისთავი, ალ. ორბელიანი, ს. დოდაშვილი, დ. ერისთაეი ნ. ორბელიანი დ. ორბელიანი, მოლა შზამანი მ. ორბელიანი, დ. პუშენკო, ვ. ორბელიანი, ს. რაზმაძე, ი. ერისთავი, ზ. ჩოლოყაშვილი) „ოთხად განკვეთა“ მიესაჯა. ნიკოლოზ 1-მა, რომელიც ანტიმონარქ- იული შეთქმულების ყველა მონაწილეს უმკაცრესად უსწორდებოდა, ამჯერად მიზანშეწონილად სცნო სასჯელის შემსუბუქება. ამას უკარნახებდა. კავკას. მთიელებთან რთული საბრძოლო ვითარება, ევროპის საზ.-ვი აზრი და კოლონ. პოლიტიკის პერსპექტიული გეგმები. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ შეთქმულთა ერთსულოვნებისა და მკაცრი კონსპირაციულობის გამო საგამოძიებო კომისიამ ვერ შეძლო დაესაბუთებინა შეთქმულების ანტიმონარქისტული, კავკასიაში რუს მულობელობისათვის საშიში ხასიათი; მთავარ დამნაშავეს სიკვდილით დასჯა რუს. გუბერნიებში სხვადასხვა ვადით გადასახლებით შეეცვალათ. შეთქმულთათვის ყველაზე მტკივნეული იყო აჯანყებაში ხალხის მონაწილეობის პრობლემა. მათ სურდათ თავიანთი ყმა გლეხები გამოეყვანათ მეფის ჯარების წინააღმდეგ, მაგრამ ეს ძალები, რომელთაც არაფერი იცოდნენ შეთქმულთა განზრახვის შესახებ, არ იყო საიმედო. 1832 წ. შეთქმულება ვერ. განხორციელდა, მაგრამ ქართ. საზ.-პოლიტ. მოძრაობის კულტ. ისტორიაში მას ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ის იყო ქართველი ხალხის ეროვნ.-განმათავის, ბრძოლის პირველი ეტაპის მნიშვნელოვანი მოვლენა. ისევე როგორც რუსეთში თავადაზნაურული რევოლუციონერების – დეკაბრისტების აჯანყებამ ქართველ თავადაზნაურ-რევო- ლუციონერთა შეთქმულებმა სათავე დაუდო ცარიზმის წინააღმდეგ ეროვნ.- განმათ. მოძრაობას საქ.-ში. მასში ჩაბმული იყო XI ს. 30-იანი წლების საქ.- ოს მოაზროვნე თაობა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე სასიქადულო მოღვაწენი. შეთქმულების იდეოლოგიით იყო გამსჭვალული პოეტ ნ. ბარათაშვილის შემოქმედება. შეთქმულების იდეოლოგია ასაზრდოებდა მომდევნო თაობასაც; იგი გააგრძელა, ახალ დონეზე აიყვანა და ხალხის მასების მისწრაფებებს დაუკავშირა ეროვნ.-განმათავ. მოძრაობის მესვეურთა ახალმა თაობამ – „თერგდალეულებმა“ ი. ჭავჭავაძის მეთაურობით.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3