შა შე შვ ში შლ შო შპ შრ შტ შუ
შეგ შედ შეზ შეთ შეი შელ შენ შეპ შერ შეს შეუ შეფ შექ

შელი პერსი ბიშ

(1792-1822) – (ქსე) ინგლისელი პოეტი. დაიბადა ბარონეტის ოჯახში, სწავლობდა იტონის არისტოკ. კოლეჯში, შემდეგ ოქსფორდის უნ.-ტში, საიდანაც მალე გამორიცხეს რადიკალიზმისა და ათეიზმისათვის. 1818 წ.- იდან ოჯახური დრამის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა ინგლისი და იტალიაში დასახლებულიყო, სადაც ტრაგიკულად დაიღუპა ზღვაში ქარიშხლის დროს. იტალიაში იგი დაუმეგობრდა ბაირონს, რომელთანაც პოეტურ პაექრობაში ბევრი შესანიშნავი ლექსი დაწერა. შ.-ე შექმნა მეტად საინტერესო პოლიტ. ლირიკა. „ოდა თავისუფლებას“ (1820 წ., „ლტოლვილნი“ (1821 წ.) და სხვა. ბაირონთან ერთად დაიწყო ახალი ეტაპი ინგლისურ პოეზიაში. პლატონის ფილოს. გავლენით მთავარ რეალობად აცხადებდა სულიერს, ინტელექტუალურს, უმაღლეს ჭეშმარიტებად – სილამაზეს, პანთეისტური პოზიციებიდან იცავდა „წმინდა ათეიზმს“ ღრმა ლირიზმითაა გამსჭვალული მისი სამიჯნურო ლირიკა („სიყვარულის ფილოსოფია“ 1819 წ. „საქორწინო სიმღერა“ 1821 წ., „ჯეინს“ 1822 წ.) შ.-ის პოეტური კრედო კარგადაა გადმოცემული პოემაში „ალასტორი ანუ მარტოობის სული“. შ.-ის შემოქმედებას საქართველოში ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში გაეცნენ. ირ. ევდოშვილმა თარგმნა მისი „ოზიმანდია“ (1904 წ) და „სიმღერა ინგლისელებს“ (1905 წ.), რ. ბერიაშვილმა „ტოროლა“ და „ზღვის პირას“ მოგვიანებით გ. გაჩეჩილაძემ „ოზიმანდია“, „მშვიდობის ღამე, „დღე ხვალინდელი“ და სხვა. პიესა „ბეატრიჩე ჩენჩი“ (1930 წ.) დადგა კ. მარჯანიშვილმა, ხოლო 1936-1937 წწ. ვ. აბაშიძემ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9