(1896- 1980) ქართველი მწერალი. საქ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1969 წ.). მისი პირველი დიდი შემოქმედებითი გამარჯვება იყო რომანი „სანავარდო“. რომანი „ბათა ქექია “ მოიცავს ქართველი გლეხკაცის ცხოვრებას ბატონყმობის გადავარდნიდან XX ს. 20-იან წლებამდე. ბათა ქართული გლეხის ტიპური ამავე დროს ზოგადსაკაცობრიო სახეა. მასში შერწყმულია მძიმე ცხოვრებასთან ჭიდილში გამომუშავებული სიბრძნე და ეშმაკობა, ცოცხალი ჭკუა, ოპტიმიზმი, მახვილგონიერება, სიცოცხლის მძაფრი სიყვარული და გმირული სული. ქართული ანდაზების იდიომების, ხალხური იუმორის გამოყენება რომანს უაღრესად ეროვნულ ხასიათს ანიჭებს, ფერწერული სახეები, სიტყვის რიტმული ფენომენი, ფრაზებისა და პასაჟების შინაარსის გამძაფრება, ხალხური მეტყველების უმდიდრესი სალაროს “შემოქმედებითი ფლობა ქმნის შ.-ს მაღალმხატვრული სტილის საფუძველს.
- „დემნა შენგელაიას მოთხრობაში გადმოცემულია სამოქალაქო ომის ამაღელვებელი ეპიზოდები“ (სასკოლო სახ.-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3