საეკლესიო მოღვაწე. ერთ-ერთი ასურელი მამა, შიო მღვიმის მონასტრის დამაარსებელი. დაიბადა ანტიოქიაში. 20 წლისა განთქმული მეუდაბნოეს იოანე ზედაზნელის მოწაფე. თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა და ბერად აღიკვეცა. VI ს. შუა წლებში შ. მ. თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში მოვიდა. ცხოვრობდა მცხეთაში, შემდეგ ზედაზნის მთაზე. 4 წლის შემდეგ იგი გამოეყო ძმობას და სარკინეს მთაზე დააარსა შიომღვიმის მონასტერი. მისივე ინიციატივით აქ ააგეს პირველი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელობისა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ფ. მ.- მა გაატარა 12 მ სიღრმის მღვიმეში (აქედან „მღვიმელი“) ანდერძის თანახმად იქვე დამარხეს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3