ისტორიული ქვეყანა ახლანდელი აზერბაიჯანი. პოლიტ. ცენტრი – ქ. შემასა შეადგენდა კავკასიის ალბანეთის ნაწილს. ირანის მიერ შ.- ის კოლონიზაციის ხანაში ცნობილი გახდა სახელი „შირვანი“ და შესაბამისად წოდება „შირვანშაჰი“. შ. შემდეგ არაბპა იეზიდებმა მიითვისეს გონივრული პოლიტიკით მოიგერიეს თურქ-სელჩუკთა შემოტევები. და სახელმწიფო შეინარჩუნეს ნიშანდობლივია, რომ ამ ბრძოლაში დავით აღმაშენებელი სწორედ შირვანს ამოუდგა მხარში. მისმა რამდენიმე ძლევამოსილმა ლაშქრობამ ქვეყანა თურქთაგან იხსნა. საქართველოს სიუზერენობით ორი ქვეყნის მრავალმხრივი მჭიდრო ურთიერთობა შემდგომშიც გაძლიერდა. ამავე ხანაში გაჩნდა საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში წოდება „შირვანშაჰი“ მონღოლთა ბატონობამ შ.-იც დიდად დააზარალა. XIV ს. შ. გაძლიერდა აქ გაფართოვდა აბრეშუმით ვაჭრობა, მაგრამ თურქი ტომების შემოსევებმა წელში გატეხა (1500 წ.). 1538 წ. სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3