შა შე შვ ში შლ შო შპ შრ შტ შუ
შობ შოვ შოუ

შობა

ქრისტიანობაში, ქრისტიანულ ეკლესიაში თორმეტთაგან ერთი საუფლო დღესასწაული, რომელიც აღინიშნება 25 დეკემბერს ძვ სტილით. ქრისტე ბეთლემში დაბადებულა. ქრისტეს მშობლები იოსები და მარიამი ნაზარეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ სხვადასხვა გარემოებათა გამო ბეთლემში გადასულან და ვინაიდან ადგილი ვერ უპოვიათ, დროებით თავი გამოქვაბულისთვის შეუფარებიათ, სადაც მწყემსები ცუდ ამინდში ნახირს აბინავებდნენ. იესო ქრისტე იმ ღამეს დაბადებულა და ბაგაში ჩაწვენილი პირველად მწყემსებს მოუნახულებიათ. სწორედ ამ უკანასკნელთ უმცვნიათ ხალხისათვის ქრისტეს დაბადება. ხოლო შემდეგ – მოგვებს.
 
„მეორე დღეს შობა თენდებოდა და ესტატეს ძალიან უნდოდა შობადღეს საკუთარ ოჯახში ყოფილიყო. “ („სათაგური“ - ვაჟა).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9