ესეცა ნივთთაგანი არს მურისა უწლოსი, სახე მტვერისა ყვავილთაგან და მწვერვალთა მურისათა რა დასწურავენ ავრეზთა განადენი არს შტახსი, ხოლო უზრქესი ავრეზთა შიგან დანარჩომი არს მური + მური – შტახსისა ნაწურთა უზრქესი სუნელი. ხის სურნელოვანი წვენი უმალლესი ხარისხის მურის ზეთი.
- „გამობრუნდა გახარებული ფარსმანი უკან: შემრჩებაო ათასი შუშა მუსკუსი, სტავრა, ოქსინო და არაბული შტახსი.“ („დიდოსტატის მარჯვენა“ - კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3