ჩა ჩე ჩი ჩო ჩრ ჩუ ჩხ
ჩუბ ჩუგ ჩუქ ჩუხ

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე

(1814-1691) ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე. 1839 წ. დაამთავრა პეტერბურგის უნ-ის აღმოსავლური სიტყვიერების ფაკულტეტი. 1844 წლიდან ასწავლიდა ქართულ ენას ამავე უნივერსიტეტში. დიდი შრომა გასწია ძვ. ქართული მწერლობის ძეგლთა შესწავლა-გამოცემისათვის, მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ 1841 წლის გამოცემაში, დაურთო ლექსიკონი. მან დაასაბუთა ქართული საერო მწერლობის დიდი აღმავლობის ისტორიული კანონზომიერება. შეადგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომათია. „თავისი მოღვაწეობით სახელი მოიხვეჭა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა დავით ჩუბინაშვილმა, რომელმაც შეადგინა „რუსულ-ქართული ლექსიკონი.“ (სასკ. სახ- ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9