(1840-1912) (ქსე) ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი ოჯახში. საბავშვო მწერალი. დაიბადა ვარიანში ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1855 წელს კიევის 1881 წელს კი - სასულიერო აკადემიაში. გ. თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1880 წელს ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ჭავჭავაძე და ა. წერეთელი მეთაურობდნენ ი.გ - ის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წ. იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადოებრივ მოღვაწეობას მიუძღვნა დაუღალავად იბრძოდა სახელმწიფო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია გ.ის ღვაწლი „ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებასა და საქმიანობაში. გ.-ის პედაგოგიური მოღვაწეობა ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსული პროგრესული პედაგოგიური მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმედებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა. მისთვის მთავარი პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც გულისხმობდა ერის ინტერესების შესაბამის სას. განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებას და მშობლიურ ენაზე სწავლებას. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპად შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა სწავლების მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გ.ის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“, „ხე ნაყოფით იცნობება“, „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“, „ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“ „ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“, „სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“, „განათლების მდგომარეობა საქართველოში“, „მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები: „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ „ბუნების კარი“. „დედაენა“, „რუსსკოე სლოვო“, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპებზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებით კლასებში ამჟამად მოქმედი სახელმძღვანელოები. 1940 წელს გ.-ის 100 წლისთავი აღინიშნა და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.
- „ქართული პედაგოგიკის კლასიკოსად სამართლიანად არის აღიარებული იაკობ გოგებაშვილი“ (სასკ. სახ.ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3