იგივეა, რაც ცილი-სწამება, ტყუილი.
- ცილს დასწამებს – ტყუილს მოუგონებს რასმე (ავს, ბოროტს) განზრახ დააბრალებს.
- „სად ცილი, ზაკვა ძულებადა ხდის/წმინდა სიყვარულს მოყვასისასა.“ („განდეგილი“ – ჭავჭ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3