გა გგ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გობ გოგ გოდ გოე გოთ გოლ გომ გონ გორ გოტ გოქ გოჯ

გოგი და მაგოგი

იუდეურ, ქრისტიანულ მითოლოგიაში ორი ველური ხალხი, ეზეკიელის წინასწარმეტყველებით ისინი შორეულ მომავალში ჩრდილოეთიდან მოვლენ ისრაელთა შესამუსრავად. აპოკალიფსში კი მათი შემოსევა მოსალოდნელია „განკითხვის დღის“ წინ. ბიბლიაში მაგოგი ევრაზიის ჩრდ. აღმ. ნაწილში მცხოვრები ტომების სახელია. გოგი, როგორც მაგოგის ხალხთა ბელადის სახელი, პირველად ძველი აღთქმის უფრო გვიანდელ ტექსტებში ჩნდება. გოგი და მაგოგი ყურანშიც იხსენიება, როგორც ორი გელური ტომი, რომელიც „დედამიწის უკიდურეს წერტილში“ ცხოვრობს და რომელსაც სატანა მიუძღვის წინ.
 
„ალექსანდრე ბატონიშვილის ირგვლივ განუწყვეტლივ გროვდებოდა ყველა მოძულე რუსისა, გოგისა და მაგოგის, რომელიც დაცინებით და შეუპოვრად მოალაჯებდა სამხრეთისაკენ“ („არსენა მარაბდელი“ მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9