ცა ცე ცვ ცი ცო ცრ ცუ ცხ
ციბ ციდ ცივ ცილ ცინ ცის ციტ ციც ციხ

„ცისკარი“

ქართული ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1852-1853 წ. წ. (რედ. გ. ერისთავი), 1857-1876 (რედ. ივ. კერესელიძე). ჟურნალი ემსახურებოდა ქართული ლიტერატურისა და საზ. ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების ასახვას. „თერგდალეულების“ სამოღვაწეო საქმიანობის დაწყებას იბეჭდებოდა მხატვრ. პუბლიც., კრიტ. ისტ.-ეთნოგრ. ლიტერატურის, ძველი მწერლობის ნიმუშები. ჟურნალში გაიმართა დისკუსია ძველ და ახალ თაობას შორის. დაიბეჭდა ერთი მხრივ ი. ჭავჭავაძის, აკ. წერეთლის, ს. აბაშიძის და სხვათა წერილები, რომლებიც ემსახურებოდა ლიტ-ის ხალხურობას, ახალი სალიტერატურო ენის დადგენის საკითხებს. მეორე მხრივ, ბ. ჯორჯაძის, გ. ბარათაშვილის, რ. ერისთავისა და სხვათა წერილები, მიმართული „თერგდალეულთა“ ესთეტიკისა და ლიტ. საზ. მრწამსის წინააღმდეგ 1863 წ. „ც.“ ეკამათებოდა ახალი თაობის ჟურნალ ,საქართველოს მოამბეს“. მან დიდი როლი ითამაშა ლიტ-ულ ინტერესთა განვითარების საქმეში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9