ცა ცე ცვ ცი ცო ცრ ცუ ცხ
ციბ ციდ ცივ ცილ ცინ ცის ციტ ციც ციხ

„ცისფერი ორდენი“

1915-1910 წ. წ. მიჯნაზე შექმნილი ქართული ლიტერატურული დაჯგუფება სახელწოდება მიიღო თავისი პირველი ბეჭდური ორგანოსაგან „ცისფერი ყანწები“. ჯგუფის წევრები: პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე ვ. გაფრინდაშვილი, კ. ნადირაძე, ს. ცირეკიძე, ს. კლდიაშვილი. ა. არსენიშეილი, ნ. მიწიშვილი, შ. აფხაიძე, გ. ლეონიძე, რ. გვეტაძე, ი. ყიფიანი, ლ. ჯაფარიძე, შ. კარმელი და სსვა. გამოცემები „ცისფერი ყანწები“, „მეოცნებე ნიამორები“, „მშვილდოსანი“, „ბარიკადი“, „ბახტრიონი“. დეკლარაციებში (პ. იაშვილის ,პირველთქმა", ტ. ტაბიძის „ცისფერი ყანწები, ვ. გაფრინდაშვილის, მ. აფხაიძის და სხვათა წერილები). „ს“ თავს სიმბოლიზმის მიმდევრებად აცხადებდნენ. სარბიელზე გამოსვლისთანავე ბოჰემურმა განწყობილებებმა, „წმინდა ხელოვნებისადმი“ ლიტერატურული პოზიორობისადმი სწრაფვამ, ქართეელ კლასიკოსთა მიმართ მკრეხელურმა გამონათქევამებმა ერთგვარი სკასდალური სახელი მოუხვეჭა ჯგუფს. თუმცა შეუმჩნეველი არ დარჩენილა „ც“-ის პოეზიის მხატვრული ღირსებანიც. ჯგუფი უჩვეულო მოვლენა იყო ქართულ სინამდვილეში, თუმცა, როგორც მცდარად მიიჩნევენ, „უნიადაგო“ არ ყოფილა. მისი აღმოცენება დაემთხვევა ღრმა ისტორიულ კატაკლიზმებს, რამაც სამყაროს ტრაგიკული აღქმა გაამძაცრა და „ც.“-ის ლექსებს რთული პოეტური ნებისა და დეკადენტურ განწყობილებათა კვალი დაამჩნია. „ც“-მა დიდხანს ვერ უერთგულეს ორთოდოქსულ სიმბოლიზმს ეკლექტიზმი (ფუტურიზმისა და დადაზმისაკენ გადახრა), თანმიმდევრული იდეურ-ესთეთიკური იდეის უქონლობა რაც მთავარია ღრმა პატრიოტიზმი, რეალისტური მსოფლაღქმა, 20-იანი წლების დასაწყისიდანვე გამჟღავნებული თაყვანისცემა ქართველი კლასიკოსებისადმი არ იძლევა სიმბოლიზმთან „ც.“-ის გაიგივებს საფუძველს დღეს აღიარებულია „ც.“-ის ჯგუფის მიღწევები, გაცხადებულია მისი დადებითი როლი XX ს. ქართული პოეზიის განვითარბაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარება“ ფაქტობრივად დაშალა „ცისფერი ორდენი“, 1931 წ. გაუქმდა მათივე დადგენილებით.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9