ისტორიული ქალაქი აღმ. საქართველოში, ქვემო ქართლში„ მდინარეების ქციისა და მაშავერას შუა დაბლობზე. ვარაუდით მდებარეობდა გაგის ციხის მიდამოებში (მარნეულის რაიონი). ძვ. სომეხ ისტორიკოსს – უსტანესს აქვს ცნობა, რომ ადრე ს.-ად ცნობილ ქალაქს X ს. გაჩიანი ეწოდებოდა. V ს. ს.-ში იყო ქართლის პიტიახშის რეზიდენცია; აქვე დაარსდა საეპისკოპო კათედრალი. ქალაქში და მის რეგიონმი ცხოვრობდა ქართველი და სომეხი მოსახლეობა. ც. კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. აქ სწავლობდნენ ქართულ და სომხურ მწიგნობრობას. ც-ში მოღვაწეობდნენ იაკობ ცურტაველი (ხუცესი), მოსე ცურტაველი ეპისკოპოსი (VII ს.) აქ უსწავლია სომეხ ისტორიკოსს ლაზარ ფარჰეცს (V ს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3