(1845-1911) ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა თბილისის სას. სემინარია და მოსკოვის სას. აკადემია 1869 წ-დან თბილისის სას. სემინარიის მასწავლებელი. ც. იყო ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისი უშუალო ინიციატივითა და ხელმძლვანელობით ქართული სკოლები გაიხსნა ვლადიკავკაზში, ბაქოსა და ბათუმში, ც. აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო კომისიაში, რომელმაც მიიღო თბილისის საქალაქო სკოლების რეორგანიზაციის ცხვედაძის მიერ შედგენილი პროექტი. 1898 წ. ც. სათავეში ჩაუდგა თბილისის ქართულ გიმნაზიას, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვს გათვალისწინებული შენობის აგების საქმეს. შენობის ასაგები თანხა მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეგროვდა. 1877 წ. იმოგზაურა დას. ევროპაში, რომელიც აღწერილია სტატიებსა და წერილებში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3