კერპთაყვანისმცემლობა, ტოტემიზმი ანიმიზმი, ფეტიშიზმი და მისთ. პოლითეისტური რელიგია ან რელიგიები ზოგადად – საყოველთაოდ გაგრცელებული ტერმინი, რომელსაც გარკვეული მეცნ. მნიშვ. არა აქვს და უფრო რელიგ. ან პოეტური გაგებით შეესატყვისება ქრისტიანობის წინარე დროის მრავალღმერთიანობას. ამ გაგებით გამოხატავს დიდი მსოფლიო რელიგიების ქედმაღლურ დამოკიდებულებას უძველესი ტოტემური, ანიმისტური, ტომობრივი არაქრისტიანული რელიგიური რწმენებისადმი მაგრამ ღვთისმეტყველნი ივიწყებენ, რომ თვით „უმაღლესი“, „ცივილიზებული“ რელიგიების კულტი, საწესო ღვთისმსახურება სწორედ ამ წარმართული საკულტო წესების გადმონაშთებიდან განვითარდა და გართულდა. წარმართნი იყვნენ ბერძნებიც და რომაელებიც. ჯვაროსნულ ლაშქრობამდე წარმართს ეძასდნენ მაჰმადიანურ რელიგიასაც. დღეისათვის წარმართული (პოლითეიზმი) უპირისპირდება მონოთეიზმს. წ. კერპთაყვანისცემას ემყარება. მასთან ბრძოლა თვით ქრისტიანობის ყოვლის შემძლე მესვეურებს გაუჭირდათ. კონსტანტინე დიდმა რომ კერპთა თაყვანისცემა ქალაქებში აკრძალა, ძველმა კერპებმა თავი სოფლებს შეაფარეს, მერე მთებს, გამოქვაბულებს. წარმართული საგალობლები სულიერი კულტურის ძეგლებია, კერპები –სახვითი ხელოვნების ნიმუშები. ამ კერპებს უდიდესი ნაწილი ქრისტიანობამ დალეწა, დაწვა ყველა მხარეში, ასე მოუვიდა ძველ საქართველოში არმაზის ბრწყინვალე კერპს, რომელიც თითქოს ნინო კაპადოკიელის სიწმინდემ დაამსხვრია. წარმართულ საქართველოში მთავარი ღეთაება იყო მთვარე, ასევე მორიგე, ნაყოფიერების ღვთაება – კვირია, მონადირეთა – აფთასი, დალი, ოჩოპინტრე.
- „წარმართმა გხატე კლდეებზე, ათას მისნური ქარაგმით. “ („ხარი“ – შ. ნიშნ.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3