აქ სამი ზუსტი ქრონოლოგიური ცნობაა მოცემული: ერთი გრიგოლის გარდაცვალებისა და თრი ნაწარმოების დაწერისა. მასში ნათქვამია, რომ გრიგოლი გარდაცვლილა წელთაღრიცხვის ქორონიკული სათვალავის 81-ე წელს, რადგან ქორონიკ-ონის სისტემა 532 წლიან ციკლს მოიცავდა და ძველების ანგარიშით 780 წელს დამთავრებულა 12 ასეთი მოქცევა-ციკლი, გრიგოლი გარდაცვლილა მეცამეტე მოქცევის 81-ე წელს, ე. ი. 780+01=881 წელს. ნაწარმოები კი დაწერილია გრიგოლის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ, ე. ი. 951 წელს (861+90). წელთაღრიცხვის მეორე („დასაბამითგანის“) სისტემა პირველთან („ქრონიკონთან) შედარებით ერთი წლის სხვაობას იძლევა, 6554-5604=90 წელს (ძველად სხვადასხვა ქვეყანაში „დასაბამითგან“, ანუ ქვეყნის, ადამის, ადამიანთა გაჩენიდან ქრისტეს დაბადებამდე სხვადასსვა დროს – 5000, 5008, 5492 წელს დებდნენ, საქართველოში კი მიღებული იყო 5604 წელი).
- „ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ათას შვიდას ოცდაერთსა“ (დ. გურ.) „ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით / გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე“ („განახლდა გული“– გ. ტაბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3