(1749-1832) (ქსე) გამოჩენილი განმანათლებელი, თავისი ხალხის ეროვნული სიამაყე. უდიდესი გერმანელი. მისი ნაწარმოებებია: „ფაუსტი,“ „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი.“ მან შრომა გამოაცხადა კაცობრიობის უკეთესი მერმისის ერთ ადერთ საშუალებად. ამასვე ქადაგებდა ი. ჭავჭავაძე „აჩრდილში“. გოეთეს მხატვრული შემოქმედების სირთულემ და მსოფლმხედველობრივმა წინააღმდეგობამ ის გამოიწვია, რომ იგი ცხოვრებისაგან განზე გამდგარ „ოლიმპიურ ღმერთად“, წვრილმან მოსაქმე ფილისტერად გამოაცხადეს. გ.მ არ მიიღო 1709 წ. ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია. საფრანგეთის რევოლუციის მოსმენაც არ უნდოდა. ახალგაზრდა ილიამ, რომლის იდეალი მოძრაობა იყო, მიუღებლად ჩათვალა გ-სებური განზე გადგომა საზოგადოებრივი ორომტ რიალიდან. „მყინვარი დიდ გეტეს მაგონებს“ („მგზავრის წერილები“— ი. ჭავჭ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3