(1905-1973 წწ.) ქართველი მწერალი. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი.“ მწერალს დაუმთავრებელი დარჩა ისტორიული რომანი „მითრიდატე.“ ისტორიულ თემაზეა შექმნილი მოთხრობები: „კრწანისის სევდა“. „ხანძთის ზარი“, „უგზო ქარავანი“, აგრეთვე რომანი „ლეკვი ლომისა“, მოთხრობები: „ნისლი ნატახტარის ტყეში“, „ფიქრები თოკის კიბეზე“, „ფრესკის მეორე დაბადება.“ გ. ავტორია დრამებისა: „მეფე ერეკლე“. „უძლეველნი“, „დავით აღმაშენებელი“, „სამსახეობა რაინდისა“. რომლებიც იდგმებოდა ქართულ სცენაზე. სკოლაში ისწავლება „მექორწილე ამფსონი“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3