სატანჯველი ადგილი; ტანჯვა („გოლგოთაზე ასვლა“).
- „დაადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიიწვიესო“ (დ. გურ.).
- „მაგრამ ქრისტეს გოლგოთა ხვდა წილადა. მე კი შენი დამიფარავს მთაწმინდა“ („დღეს მაისი ფერში ნაირნაირშია“ — გ. ტაბ.).
- თეიმურაზმა იგრძნო და გაიგო, რომ იგი კარგა ხანია შეუდგა თავის გოლგოთას, რომლის მწვერვალი, შავი ნისლით დაბურული. ჯერ არც კი მოსჩანდა.“ („ჯაყოს ხიზნები“ მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3