ჭა ჭე ჭვ ჭი ჭკ ჭლ ჭო ჭრ ჭუ
ჭალ ჭარ ჭაღ ჭაშ ჭახ

ჭალადიდელი გიორგი

(გიორგი - მაქსიმეს ძე ქოჩაქიძე – 15. VI 1847 წ. სოფ. ფერსათი, ბაღდადის რ-ნი. გარდ. 1.IV. 1898 წ. ქ. მინსკში. დაკრძალულია სენაკში) – პოეტი. მისი ლექსები 1868 წლიდან იბეჭდებოდა „დროებაში“, სასკოლო გაზეთში“, „ივერიაში, „მნათობში“ და სხვა კრებულებში. პირველი კრებული გამოქვეყნდა 1913 წელს. იგი ქართველ „სამოციანელთა“ მიმდევარი იყო. მისი შემოქმედება გამსჭვალულია შრომისა და სამშობლოს სიყვარულით („ქება შრომას“, „ფაცხა, „სიმღერა გარდახვეწილისა გორდის მთაზე“, „მოლაღური გალიაში“, „მენავე“, „ადამიანი“. სატრფიალო ლექსებია„სატრფო“, „ქართველო ქალო“, „ფარვანა“, „სიმღერა“. ზოგიერთი პოპულარული ლექსი სიმღერადაც იქცა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9