(ქეგლ) ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ხალხი, რომელმაც VI-X ს. ს შექმნა ძლიერი სახელმწიფო დონიდან აზოვის ზღვამდე. (ქსე) მომთაბარე თურქულენოვანი ხალხი, რომელიც აღმ. ევროპაში გაჩნდა ჰუნების შემოსევის (IV ს.) შემდეგ. VI ს 80-იან წლებში დაიმორჩილა თურქთა სახანომ. დაცემის შემდეგ თურქ მომთაბარე ხალხებს შეერივნენ.
- „[ძელიცხოველი] დაკარგულა სწორედ იმ დღეს, როცა ხაზარებმა პირველად აიღეს ტფილისი“ („დიდოსტატის მარჯვენა“ – კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3