და დე დვ დი დო დუ დჳ
დია დივ დიმ დიო დიღ

დიაკონი // დიაკვანი

ბერძნ. მსახური

ქრისტიანული საეკლესიო იერარქიის პირველ, ყველაზე დაბალ სამღვდელო ხარისხში ხელდასხმული პირი; მღვდლის (მღვდელმთავრის) თანაშემწე. მისი მოვალეობაა ემსახუროს მღვდელს ლიტურგიისა და სხვა საიდუმლოთა (ნათლისღება, ქორწინება, მიცვალებულთა წესის აგება) აღსრულებაში. მას აქვს საკურთხეველში შესვლის, კვერექსების კითხვის, საკმევლის კმევის უფლება. დიაკონთა შორის უპირატესს მთავარდიაკონი ეწოდება; სამრევლო ეკლესიაში მთავარდიაკვნის შესატყვისია პროტოდიაკონი, ხოლო მონასტერში – არქიდიაკონი და იეროდიაკონი.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9