ქალკედონელობა, ქრისტოლოგიური კონცეფცია, რომლის თანახმადაც იესო ქრისტეში თანაბრად აღიარებულია ორი ბუნება, – ღვთაებრივი და ადამიანური, – რომლებიც შეერთებულია „შეურწყმელად, უცვლელად, განუყოფლად და განუყრელად“. დიოფიზიტობა, როგორც დოქტრინა, გაფორმდა 451 წ. ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (აქედან დიოფიზიტობის მეორე სახელწოდებაა ქალკედონელობა), რომელზეც ნიკეის პირველი საეკლესიო კრებისა (325 წ.) და კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრების (381 წ.) სიმბოლომ ახალი ქრისტოლოგიური განსაზღვრება მიიღო: ქრისტეში მოცემულია ერთმანეთისაგან განსხვავებული და თანაბარი ორი ბუნება – ღვთაებრივი და ადამიანური.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]