ბერძნ. „ფიქრი“, „ვარაუდი“ სარწმუნოებრივი კანონი, ეკლესიის უცილობელი დებულება. ქრისტიანული დოგმატის განსაკუთრებული თვისება მისი ღვთაებრივი წარმომავლობაა, ამიტომ იგი დროზე არ არის დამოკიდებული და უცვლელ მარადიულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. დოგმატების აღიარება ეკლესიის ყველა წევრისთვის აუცილებელია.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]