ისტორიული ძეგლი სამხრეთ საქართველოში, კლარჯეთში, მდინარე ბერთის მარჯვენა ნაპირას. რამდენჯერმე იხსენიება გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. დოლისყანის მონასტერი გაშენებულა კლარჯეთის სხვა მონასტრებზე გვიან. პუნქტი დოლისყანის სახელწოდებით მანამდეც არსებობდა. ამჟამად ეკლესია მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ამავე რაიონში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში, არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, სოფელ ჰამამლის (Hamamli) სამხრეთ ნაწილში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]