ე ლ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ
ეგვ ეგზ ეგნ ეგრ ეგუ

ეგვიპტე // ეგიპტე // ეგჳპტე

სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში; უჭირავს აფრიკის კონტინენტის ჩრდილო- აღმოსავლეთი ნაწილი და სინის ნახევარკუნძული (სამხრეთ-დასავლეთ აზია). სიტყვა ეგვიპტე წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან „აიგიპტოს“, რომელიც ფინიკიელებმა დაარქვეს. ძველ აღთქმაში მას ჰქვია მიცრაიმი. ეგვიპტის მთელ სიგრძეზე მიედინება მდ. ნილოსი, რომელსაც ეგვიპტელები უწოდებენ „ხაპი-მურს“. ებრაელები კი - „შახორს“. ეგვიპტეში კავშირი ღმერთთან აბრაამით დაიწყო. იოსების გაყიდვიდან ეგვიპტეში ებრაელმა ერმა 400 წელი გაატარა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9