| | |
1. მოძღვრება ეგზეგეზის შესახებ;
2. ქრისტიანული მწერლობის დარგი, ბიბლიურ ტექსტთა ახსნა, თარგმანება;
ალექსანდრიულმა სკოლამ დანერგა თარგმნის ალეგორიული მეთოდი, ანტიოქიური სკოლა კი ბიბლიის ტექსტთა სიტყვასიტყვით განმარტებას ისახავდა მიზნად. ზოგ ეგზეგეტიკოსთა შრომებში ამ ორი მეთოდის შერწყმა ხდებოდა. ბერძნულ-ბიზანტიურმა ეგზეგეტიკამ განვითარების სამი პერიოდი განვლო:
დასაწყისი(I – III სს.).
კლასიკური (IV – V სს.).
დაქვეითების ხანა (VI – XV სს.).
ეგზეგეტიკა ქართული საეკლესიო მწერლობის მნიშვნელოვანი დარგია. ქართული ეგზეგეტიკის უძველეს ნიმუშად მიჩნეულია „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ ჩართული სამოელ არქიდიაკვნის თარგმანება საღვთო წერილისა.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |