ქართლის სამეფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული დასავლეთ საქართველოში. შეიქმნა ძვ. წ. III საუკუნეში ფარნავაზ მეფის მიერ, რომელმაც ეგრისის პირველ ერისთავად ქუჯი დანიშნა. ვახტანგ გორგასლის დროს ერთ საერისთავოდ იყო გაერთიანებული შიდა ეგრისი და სვანეთი. უცხოური წყაროების ცნობით, ის ტერიტორია, რომელზეც ეგრისის საერისთავო მოიაზრება, თავდაპირველად პონტოს სახელმწიფოს, შემდეგ რომის იმპერიისა და, ბოლოს, ლაზიკის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]