ოსროენი, დაარსდა ძვ. წელთაღღიცხვით 137 წ. (ან 132 წ.). დამაარსებლის (ურგოი ბარ ხევე) შთამომავლობა ატარებდა აბგარის („უძლიერესის“) საპატიო ტიტულს. გადმოცემით, ერთ-ერთი მათგანი – აბგარ უხომო (შავი), ქართული წყაროებით – ავგაროზ შავი, მიმოწერას აწარმოებდა იესო ქრისტესთან. ავგაროზის თხოვნით, იესო ქრისტემ გამოუგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ედესის მფარველი გახდა. მარტყოფის მაცხოვრის ხატი, რომელიც საქართველოში წმ. ანტონ მარტყოფელმა ჩამოიტან, სწორედ ედესის ხელთუქმნელი ხატის ხელთუქმნელ ასლადაა აღიარებული.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]