ე ლ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ
ევა ევლ ევრ ევს ევფ ევხ

ევაგრე // ევაგრი (VI ს.)

საეკლესიო მოღვაწე, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი; ერისკაცობაში ქართლის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი. ბერად აღიკვეცა წმ. შიო მღვიმელის ზეგავლენითა და მისგანვე მიიღო წინამძღვრობა. ევაგრემ მონასტერს საკუთარი სახსრებით უყიდა მამულები. ის, წმ. შიოსთან ერთად, გამოსახულია ამავე მონასტრის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ქვის კანკელის რელიეფზე (XI ს.). მოხსენიებულია ღვთისმშობლის ეკლესიის (XII ს.) გვიანდელ წარწერაში. შემონახულია წმ. შიოსა და ევაგრეს ცხოვრების ამსახველი თხზულების ორი რედაქცია: პირველი, უფრო ძველი და მოკლე, ეკუთვნის კათალიკოს არსენ დიდს (IX ან X ს.), მეორე წარმოადგენს აქედან გადაკაზმულს – მეტაფრასს, შედგენილია XII ს. ევაგრეს შესახებ ცნობები დაცულია, აგრეთვე, ბასილი კათოლიკოსის მიერ წმ. შიოს „სასწაულთა“ შესახებ შედგენილ ნაშრომში (XII ს.) და გიორგი III-ის 1170 წ. სიგელში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9