„სახარების“ შესატყვისი ბერძნული ტერმინი, რომელიც „სახარების“ პარალელურად გვხვდება ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში, სახელდობრ, „წმ. შუშანიკის წამებაში“: „და თანა-წარიტანა ევანგელჱ თჳსი“; „წმ. კოსტანტი კახის წამებაში“: „აღიწერნეს ოთხნი ესე ევანგელენი, რომელთაგან ეხარების... მოსლვაჲ იგი უფლისაჲ“ და სხვ.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]