ე ლ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ
ევა ევლ ევრ ევს ევფ ევხ

ევლავიოს // ავლავიოს კათალიკოსი (VI ს.)

ქართლის კათოლიკოსი; მოხსენიებულია წმ. ასურელ მამათა ცხოვრებაში, კერძოდ: საქართველოს მეფესა და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს აღმობრწყინებულ წმ. მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ წმ. იოანე ზედაზნელსა და მის მოწაფეებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ. სწორედ ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით წმ. იოანე ზედაზნელი, მოწაფეებთან ერთად, ზედაზნის მთაზე დასახლდა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9