ე ლ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ
ევა ევლ ევრ ევს ევფ ევხ

ევროპა

ბერძნ. „დასავლეთი“

ევრაზიის კონტინენტის დასავლეთი ნაწილი; მდებარეობს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ჩრდილო-დასავლეთით. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთით და სამხრეთით - ატლანტის ოკეანე ზღვებით, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი გასდევს ურალის ქედს, მდ. ემბას, კასპიის ზღვის ნაპირს, კუმა-მანიჩის ღრმულს. ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.): წმ აბო „მისრული ევროპიისა სარმატიად ხაზარად“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9